პროექტზე დაპუძვნებული სწავლება
Tuesday, July 5, 2016
მოდულის რეფლექსია
პროექტებით სწავლება ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის.ისინი შეძლებენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას.ყოველი მოსწავლე იქნება აქტიური და დაკავებული სხვადასხვა აქტივობებით.ვფიქრობ რომ პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ ესა თუ ის საკითხი.
Monday, July 4, 2016
მოსწავლის ნიმუშის რეფლექსია
მოსწავლის ნიმუშის შექმნა ვთვლი რომ აუცილებელია რადგან მეძლევა საშუალება გავიაზრო თუ რა სიძნელეების გადალახვა შეიძლება დასჭირდეს მოსწავლეს ამ აქტივობის შესრულებისას. რითი შეიძლება დავეხმარო და გავუადვილო მოსწავლეებს ამ აქტივობის შესრულება.
Tuesday, June 28, 2016
მეხუთე დღე.
დღევანდელ ტრენინგზე დავგეგმე პროექრზე განსახორციელებელი აქტივობები. ვთვლი რომ ტრენინგი "პროექტებით სწავლება" არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად მნიშვნელოვანი.
Friday, June 24, 2016
მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
მოსწავლე უნდა აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს და იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას.მოსწავლეს ხელი უნდა შეუწყოთ ნასწავლი მასალის დემონსტრირებაში, უნდა დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები. მოსწავლეები უნდა ერთვებოდნენ შეფასების პროცესში.
Monday, June 20, 2016
ჩემი იდეა.
ვაპირებ დავგეგმო პროექტი "სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება". ვეცდები განვახორციელო ყველა საჭირო აქტივობა რაც გამიყვანს შედეგზე.ვგეგმავ ჩავატარო მხიარული სტარტები, მოსწავლეებს დავამზადებინო საინფორმაციო ბუკლეტები "რაში უწყობს ხელს ჯანსაღ ცხოვრებას სპორტი." იმედი მაქვს ჩემი მოსწავლეები დაინტერესდებიან ამ პროექტით.
Subscribe to:
Posts (Atom)